მსახიობი ჰილარი სვანკი ამჟამად განქორწინების პროცესშია. მისი და ჩად ლოუს ცხრაწლიანი თანაცხოვრება კრახით დასრულდა. თუმცა ჰილარი ამ ფაქტს დეპრესიაში ნამდვილად არ ჩაუგდია. ჯერ გაყრის პროცესიც კი არ დასრულებულა და მსახიობმა უკვე გააბა ახალი რომანი საკუთარ აგენტ ჯონ კემპისთან. "მე უკვე შეყვარებული ვარ, ამისთვის შორს წასვლა არ დამჭირვებია, რადგან გულის სწორი პირდაპირ საახლობლო წრეში ვიპოვე. იმედია ამჯერად გამიმართლებს",– აცხადებს ჰილარი თავის გულახდილ ინტერვიუში.