სუნამო "შანელი №5"–ისთვის გაკეთებული რეკლემის საფასურად მსახიობმა ნიკოლ კიდმანმა 4 წუთიან ვიდეორგოლში ჰონორარი 3,71 მილიონი დოლარი აიღო და ამით გინესის რეკორდების წიგნში შევიდა. გინესის რეკორდების ბოლო მონაცემებით აქამდე არცერთ მსახიობს 4 წუთში ასეთი დიდი რაოდენობის თანხა არ გამოუმუშავებია. რეკორდსმენთა შორის არიან აგრეთვე: მადონა (ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერალი), ჯენეტ ჯექსონი (ყველაზე სკანდალური ჩაცმულობა), სიგურნი უივერი (ყველაზე მაღალი მსახიობი)და სხვები.