ამერიკელ მსახიობსა და რეჟისორს კლინტ ისტვუდს საფრანგეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო – საპატიო ლეგიონის ორდენი მიენიჭა. საზეიმო ცერემონიაზე, რომელიც ელისეუმის სასახლეში გაიმართა, კლინტ ისტვუდს ჯილდო პირადად საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაქმა გადასცა. 76 წლის კინოვარკვლავმა აღიარება ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60–იან წლებში ვესტერნის ჟანრის ფილმებით მოიპოვა, რომლებშიც სიტყვაძუნწ კოვბოებს განასახიერებდა. მისი სარეჟისორო ნამუშევრები კი "გოგონა მილიონ დოლარად" და "უპატიებელი" ამერიკელმა კინოაკადემიკოსებმა "ოსკარით" დააჯილდოვა საუკეთესო რეჟისურისათვის.