ყველასათვის კარგად ცნობილი მძაფრსიუჟეტიანი თრილერის "რემბო"–ს მეოთხე სერიის გადაღებები უკვე დაიწყო. წინამორბედებისგან განსხვავებით, რეჟისორის სავარძელში თავად მთავარი როლის შემსრულებელი, უცვლელი რემბო, სილვესტერ სტალონე მოგვევლინება. "რემბო 4"–ის ბიუჯეტი 55 მილიონ დოლარს შეადგენს და მასში მთავარ როლებს სტალონესთან ერთად ჯეიმს ბროლინი, კიმ დიკენსი და ბრუნო კამპოსი ასრულებენ. ფილმის მსოფლიო პრემიერა 2007 წლის 28 მაისისთვის არის დაგეგმილი