ტერმინატორი 3–ის რეჟისორი ჯონათან მასტი და კინოსტუდია Intermedia Films ცნობილი მძაფრსიუჟეტიანი ფანტასიკური თრილერის – "ტერმინატორის" მეოთხე სერიის გადაღებას იწყებს. ამასთან დაკავშირებით სცენარისტმა მაიკლ ფერისმა ჟურნალ "Entertainment Weekly"–ის კორესპონდენტთან საუბარში განაცხადა. როგორც მაიკლის საუბრიდან გაირკვა, " ტერმინატორი 4" შვარცნეგერის გარეშე ჩაივლის. ეს მოსალოდელი იყო კიდეც, უბრალოდ იმ მიზეზის გამო, რომ არნოლდ შვარცნეგერი დღეს უკვე კალიფორნიის გუბერნატორია და "ტერმინატორისათვის" ვეღარ მოიცლის. სავარაუდოდ არნოლდს მსახიობი ნიკ სთალი შეცვლის, თუმცა ჯერ–ჯერობით ის მთავარ როლზე არ დაუმტკიცებიათ. სცენარისტმა აღნიშნა, რომ "ტერმინატორის" მეოთხე ნაწილში მაყურებელი სკაინეტისა და კიბორგების ბრძოლის გაგრძელებას იხილავს, ოღონდ პოსტაპოკალიფსურ მომავალში.